რულეტი სოკოთი და ყველით

არაჩვეულებრივი, ლამაზი და გემრიელი კერძია. უთუოდ დაამშვენებს საახალწლო სუფრას, სცადეთ! დამზადების დრო: 1სთ.

ინგრედიენტები:

  • ხორცის ფარში  600-700გრ;
  • კვერცხი  1;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ქამა სოკო  150-200გრ;
  • მაიონეზი  1-2ს/კ;
  • მაგარი სახეობის ყველი  100გრ;
  • ზეთი  1-2ს/კ;
  • მარილი, მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ სტაფილო, გავაცივოთ და გავთალოთ. გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი და მწვანილი. ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში და კვერცხთან ერთად დავამატოთ ფარშს, მოვზილოთ. მარილი დავამატოთ. გავრეცხოთ სოკო, დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ 4-5 წთ. დავჭრათ სტაფილო. საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ფოლგა, თანაბრად დავდოთ ფარში, დავაწყოთ ზემოდან სოკო, სტაფილო, ფოლგის დახმარებით აკურატულად გადავახვიოთ რულეტისებურად, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ გამოსაცხობად 190-200გრადუსზე 30 წთ. რულეტი სოკოთი და ყველით გავაცივოთ და შემდეგ დავჭრათ,  მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო