საახალწლო მინი-პიცები “თაგუნიები”

საახალწლო სუფრაზე მხოლოდ ტრადიციული კერძებით რომ არ შემოვიფარგლოთ და დამდეგ ვირთხის წელსაც პატივი ვცეთ, ეს ლამაზი და გემრიელი მინი-პიცები გამოვაცხოთ! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  165მლ;
  • ფქვილი  240გრ;
  • მარილი  მწიკვი;
  • საფუარი  5-6გრ;
  • ზეითუნის ზეთი  2-3ს/კ;
  • პომიდორი  200გრ (დაკონსერვებული);
  • ყველი  100გრ (მოცარელა ან სულგუნი);
  • დაფქული ბაზილიკი  1ჩ/კ;
  • ძეხვი  100გრ;
  • ზეთისხილი  5-6ც;
  • პარმეზანი  30 გრ(გახეხილი);

მომზადების წესი:

ჯამში ჩავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ მარილი, საფუარი, ზეთი და ავურიოთ. დავაყაროთ გაცრილი ფქვილი, მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 1-1,5სთ. შემდეგ ცომი 8 ტოლ ნაწილად გავყოთ. სამკუთხედისებურად გავაბრტყელოთ თითოეული. წავუსვათ დაჭყლეტილი პომიდორი, დავაყაროთ ბაზილიკი, გახეხილი მოცარელა ან სულგუნი, ზეთისხილით თვალები და ცხვირი გავუკეთოთ, კუდი დაჭრილი ძეხვით და ზემოდან პარმეზანი მოვაყაროთ, ასევე დაფქული ბაზილიკი,  ზეთი მოვასხუროთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წთ. საახალწლო მინი-პიცები “თაგუნიები” ბაზილიკის ფოთლებით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო