საახალწლო ტორტი “ტყის ხავსი”

საახალწლო ტორტი “ტყის ხავსი” პოლონური დესერტია. ადვილად ცხვება. კარგი იდეაა საახალწლო სუფრისათვის. დამზადების დრო: 4 სთ.

ინგრედიენტები:

  • ცომი:
  • კვერცხი  3ც;
  • შაქარი  120გრ;
  • ზეთი  120მლ;
  • ისპანახი  250გრ;
  • ფქვილი  280გრ;
  • სახამებელი  20გრ;
  • გამაფხვიერებელი  10გრ;
  • ვანილი  1ჩ/კ;
  • კრემი:
  • ნაღები  500გრ;
  • ხაჭოს ყველი  200გრ;
  • შაქარი  100გრ;
  • ვანილი  1ჩ/კ;
  • დასანამად:
  • წყალი  4ს/კ;
  • ლიმონის წვენი  2ს/კ;
  • შაქარი  2ს/კ;
  • კენკრა  მოსართავად;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ისპანახი, ნაწილი ჩავდოთ ჯამში. დავასხათ ზეთი და ბლენდერით დავაქუცმაცოთ, დავამატოთ დარჩენილი ისპანახიჩ და ბოლომდე დავაქუცმაცოთ. მეორე ჯამში ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ შაქარი, ვანილი და მიქსერის მაღალ სიმძლავრეზე ავთქვიფოთ 5-6წთ. დავამატოთ ისპანახი და ავთქვიფოთ. გაცრილ ფქვილს დავამატოთ სახამებელი და გამაფხვიერებელი, ავურიოთ და კვერცხიან მასას დავუმატოთ. ცომი მრგვალ ფორმაში ჩავასხათ და 170 გრადუსზე გამოვაცხოთ, 50წთ. მიქსერით ავთქვიფოთ ნაღები, დავამატოთ შაქარი, ხაჭოს ყველი და ვთქვიფოთ. ბისკვიტს ზედა მხარე მოვაჭრათ,  დავნამოთ, ზემოდან წავუსვათ კრემი. მეორე ნაწილის ნაფშვენები დავაყაროთ ტორტს, 2 სთ მაცივარში შევდგათ. შემდეგ კენკრის მარცვლებით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო