სახლში მომზადებული ნუთელა

თითქმის ყველა ბავშვს უყვარს ნუთელა. მოუმზადეთ შინ ეს არაჩვეულებრივი დესერტი და გაახარეთ თქვენი პატარები. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • რძე  500მლ;
  • შაქარი  1ჭ;
  • ნიგოზი  0,5ჭ;
  • კაკაოს ფხვნილი  2ს/კ;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • კარაქი  60გრ;

მომზადების წესი:

შაქარი, ფქვილი და კაკაო შევურიოთ ერთმანეთს. ჩავსხათ 50-70მლ რძე და სათქვეფელათი ავთქვიფოთ. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დანარჩენი რძე დავასხათ და ავურიოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე, სულ ვურიოთ, წამოვადუღოთ. დავაქუცმაცოთ ნიგოზი, კაკაოიანი მასა როგორც კი წამოდუღდება, მაშინვე გადმოვდგათ. დავამატოთ ნიგოზი და კარაქი და ვურიოთ კარაქის გადნობამდე. სახლში მომზადებული ნუთელა გავაცივოთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო