სახლში მომზადებული პელმენები

სახლში მომზადებული პელმენები ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოდის. სცადეთ ეს რეცეპტი. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფარში  500გრ;
  • რძე  3 ს/კ;
  • მაიორანი  3ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • კვერცხი  1-2ც;
  • წყალი ან რძე  200მლ;
  • ფქვილი  200გრ;

მომზადების წესი:

ფარშს დავამატოთ მარილი, პილპილი, მაიორანი, 3ს/კ რძე და კარგად ავურიოთ. მვზილოთ ცომი: ჯამში ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი, დავასხათ წყალი ან რძე, ავურიოთ და თანდათან დავამატოთ ფქვილი. ჯერ კოვზით ვურიოთ, შემდეგ ხელით მოვზილოთ. ავიღოთ პელმენის ფორმა. ცომი გავყოთ ორ ნაწილად და გაბვაბრტყელოთ. ერთი ფირფიტა დავდოთ ფორმაზე, თითოეულ ჩაღრმავებულ ადგილას ჩავდოთ ფარში, მეორე ფირფიტა დავადოთ ზემოდან, ცომის საბრყელებლით გავაბრტყელოთ მანამ, სანამ პელმენის ფორმას არ მიიღებს მასა, ზედმეტი ცომი მოვაცილოთ და კიდევ გავაბრტყელოთ. ფორმა ამოვაბრუნოთ და თავისით გადმოცვივდება შეხვეული პელმენები. ჩავყაროთ ადუღებულ მარილწყალში და მოვხარშოთ. სუფრაზე არაჟანთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო