სალათი “ამბასადორი”

ლამაზი და გემრიელი ფენოვანი სალათია. კარგი იდეაა განსხვავებული ვახშმისათვის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  1ც;
  • კარტოფილი  2ც;
  • ქამა სოკო  300გრ;
  • ხახვი  2თ;
  • ნიგოზი  2-3ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • ზეთი  3ს/კ;
  • ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი  სურვილისამებრ;
  • მაიონეზი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ჭარხალი, კარტოფილი. ორივე მოვხარშოთ. გავაცივოთ და გავთალოთ.  გავარჩიოთ ხახვი, სოკო და ხახვი გავრეცხოთ. სოკო წვრილად დავჭრათ, ხახვი თხლად. სოკო ხახვთან ერთად მოვხრაკოთ ზეთში, მარილი დავამატოთ. ნიგოზი ამოვნაყოთ. ფართო ლანგარზე დავდოთ კულინარიული რგოლი და ავაწყოთ სალათი. ჯერ დავადოთ გახეხილი მაიონეზიანი ჭარხალი, მარილი დავაყაროთ, შემდეგ გახეხილი მოხარშული კარტოფილი, მარილი, მაიონეზი. შემდეგ მოხრაკული სოკო, ისევ ჭარხალი, მოვასხათ მაიონეზი, დავაყაროთ ნიგოზი, სურვილისამებრ, ქიშმიში და ჩირი. სალათი “ამბასადორი” მომზადებისთანავე შეგვიძლია გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო