სალათი ბადრიჯნითა და ხორცით

სალათი ბადრიჯნითა და ხორცით საკმაოდ პიკანტური გემოსია, განსხვავებულია. ერთნაირად გემრიელია ცხელიც და ცივიც. დამზადების დრო: 30 წთ.

მომზადების წესი:

  • საქონლის ხორცი  400გრ;
  • ბადრიჯანი  1ც;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ლიმნის წვენი  1ს/კ;
  • სოიოს სოუსი  1ს/კ;
  • ნიორი  2კბილი;
  • შაქარი  0,5ჩ/კ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • მარილი  გემოვნებით;
  • კამა  1კონა;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი და წვრილ ზოლებად დავჭრათ. დავდოთ გახურებულ ტაფაში, დავასხათ ზეთი და შევბრაწოთ თავდახურული, დაბალ ცეცხლზე. გარეცხილი დბადრიჯანიც ასევე დავჭრათ. გაწმენდილ-გარეცხილი სტაფილო გავხეხოთ. გავრეცხტ ბულგარული და წვრილ ზოლებად დავჭრათ. სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი, წვრილად დაკეპილი გარეცხილი კამა, შაქარი, გარჩეულ-გარეცხილი, დაჭყლეტილი ნიორი შევურიოთ ერთმანეთს, მივიღებთ საკმაზს. ხორცს დავამატოთ ბადრიჯანი და საშუალო ცეცხლზე შევწვათ. შემდეგ სტაფილოც დავამატოთ. ბოლოს ბულგარული და ერთად შევწვათ რამოდენიმე წთ. ტაფიდან გადმოვიღოთ სასალათეში და საკმაზი მოვასხათ. ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო