სალათი ბოლოკითა და კიბორჩხალას ჩხირებით

სალათი ბოლოკითა და კიბორჩხალას ჩხირებით სწრაფად და მარტივად მზადდება. მსუბუქი და საუცხოო გემოს სალათია. დამზადების დრო: 15 წთ. ულუფა: 2.

ინგრედიენტები:

  • ბოლოკი  100გრ;
  • კიბორჩხალას ჩხირები  100გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • კიტრი  80გრ;
  • მაიონეზი  2ს/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

კვერცხი მოვხარშოთ და კუბიკებად დავჭრათ, ასევე დავჭრათ კიბორჩხალას ჩხირები, ჩავყაროთ ჯამში. კუბიკებად დავჭრათ კიტრი, ბოლოკი. ამოვურიოთ, მარილი დავამატოთ, მაიონეზი მოვასხათ და ისევ ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო