სალათი ბოლოკითა და მწვანე ბარდით

მარტივად და სწრაფად მზადდება. მსუბუქი და ზომიერად ნოყიერია. გემრიელი ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 10 წთ. ულუფა: 2.

ინგრედიენტები:

  • ბოლოკი  10ც;
  • გაინული მწვანე ბარდა  1 ჭ;
  • მწვანე ხახვი  2ღერი;
  • არაჟანი  0,5ჭ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

წინასწარ მოვხარშოთ ბარდა. არ უნდა ჩაიხარშოს, რომ მწვანე ფერი არ დაკარგოს. გავრეცხოთ ბოლოკი და მწვანე ხახვი. ბოლოკი თხელ მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ. მწვანე ხახვი კი წვრილად. ყველაფერი ჯამში ჩავდოთ, დავამატოთ მწვანე ბარდა, მარილი, პილპილი, არაჟანი და ამოვურიოთ. სალათი ბოლოკითა და მწვანე ბარდით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო