სალათი ბრინჯითა და ქათმის ღვიძლით

სალათი ბრინჯითა და ქათმის ღვიძლით ნოყიერი, გემრიელი კერძია. სადილად ან ვახშმად კარგი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • ბრინჯი  100გრ;
  • ქათმის ღვიძლი  250გრ;
  • კვერცხი  4ც;
  • სტაფილო  1ც;
  • მაგარი ყველი  50გრ;
  • კიტრი  1ც;
  • მაიონეზი,მარილი, პილპილი, მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოხარშული ქათმის ღვიძლი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. დავამატოთ მოხარშული ბრინჯი, დაჭრილი მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭრილი კიტრი, გახეხილი სტაფილო, გახეხილი ყველი, მაიონეზი, მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

2 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო