სალათი ”ბროწეულის სამაჯური” ძროხის ხორცით

გარდა იმისა, რომ საუცხოო და გემრიელია, ვიზუალურად იმდენად ლამაზია, ნებისმიერ წვეულებას დაამშვენებს. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ძროხის რბილი ხორცი  300გრ;
  • კარტოფილი  300გრ;
  • სტაფილო  130გრ;
  • ჭარხალი  200გრ;
  • ვაშლი  1ც;
  • მაიონეზი  3-4ს/კ;
  • ბროწეული  0,5-1ც;
  • მარილი  გემოვნებთ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი და მარილწყალში მოვხარშოთ. გავაცივოთ და წვრილად დავჭრათ. გარეცხილი კარტოფილიც მარილწყალში მოვხარშოთ, გავაცივოთ, გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. გარეცხილი სტაფილო მოვხარშოთ, გავაცივოთ, გავთალოთ და ან გავხეხოთ ან წვრილად დავჭრათ. ჭარხალი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავაცივოთ, გავთალოთ და კუბიკებად დავჭრათ. დავიწყოთ სალათის აწყობა: განიერი ლანგრის შუაში ამოვაბრუნოთ ჭიქა. ირგვლივ დავაწყოთ დაჭრილი ხორცი, წავუსვათ მაიონეზი, დავაყაროთ კარტოფილი, იმასაც მაიონეზი გადავუსვათ. შემდეგი ფენა სტაფილო მაიონეზით, გახეხილი ვაშლი და მაიონეზი, ჭარხალი მაიონეზით, ზემოდან დავაყაროთ ბროწეულის მარცვლები, ჭიქა ამოვიღოთ. სალათი “ბროწეულის სამაჯური” ძროხის ხორცით შეგვიძლია მომზადებისთანავე გავიტანოთ სუფრაზე, ან მაცივარში დავაყოვნოთ ცოტა ხანს. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო