სალათი ბროწეულით

ბროწეულის მარცვლები სალათს განსხვავებულ გემოს და არომატს ანიჭებს. მარტივად მზადდება და უგემრიელესი გამოდის. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხორცი  400გრ (მოხარშული ძროხის ან ღორის);
  • კვერცხი  5ც (მოხარშული);
  • ვაშლი  1ც;
  • ბროწეული  1ც;
  • მაიონეზი, მარილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

მოვხარშოთ ხორცი. ცალკე მოვხარშოთ კვერცხი. გავაცივოთ. ხორცი კუბიკებად დავჭრათ ან დავჩლიჩოთ. გავარჩიოთ კვერცხი და კუბიკებად დავჭრათ. ვაშლი მსხვილად გავხეხოთ. ყველაფერი ჯამში მოვათავსოთ, დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები, მოვასხათ მაიონეზი, მარილით შევანელოთ და ამოვურიოთ. სალათი ბროწეულით მოვრთოთ მწვანილით, სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო