
სალათი ბროწეულითა და ყველით ლამაზი, მდიდრული შესახედაობის უგემრიელესი კერძია. ქათმის ფილე და ბროწეული ყველთან ერთად საოცარ, დახვეწილ გემოს ქმნის. დამზადების დრო: 20 წთ.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 500გრ;
- სუხარიკები 150გრ;
- კორეული სტაფილო 150გრ;
- მაგარი ყველი 150გრ;
- ბროწეული 1ც;
- ხახვი 1თ;
- მაიონეზი, ზეთი, მარილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
ქათმის ფილე დავჭრათ და ზეთში შევწვათ. გადმოვიტანოთ და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი იმავე ტაფაში მოვხრაკოთ. გამოვარჩიოთ ბროწეულის მარცვლები, ყველი გავხეხოთ. ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ჯამში, მარილი დავამატოთ, მაიონეზი მოვასხათ და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება