სალათი ღანძილითა და ბოლოკით

ახალი, ქორფა ღანძილი ძალიან მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით c ვიტამინით. მისი კერძები ყოველთვის განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. ასეთია ეს სალათიც. დამზადების დრო: 10 წთ.

ინგრედიენტები:

  • ბოლოკი  1კონა;
  • კიტრი  1ც;
  • ღანძილი  1/2კონა;
  • სალათის ფოთლები  1/2კონა;
  • კამა  1კონა;
  • მწვანე ხახვი  1/2კონა;
  • არაჟანი  4-5ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ბოლოკი თხლად დავჭრათ. ასევე დავჭრათ კიტრიც. ღანძილი წვრილად დავჭრათ. მწვანე ხახვი და კამაც ასევე.სალათის ფოთლები ხელით დავტეხოთ, მოხარშული კვერცხი 8 ნაწილად დავჭრათ. ყველაფერი ერთად მოვათავსოთ ჯამში, არაჟანი მოვასხათ, მარილი დავაყაროთ და ამოვურიოთ. სალათი ღანძილითა და ბოლოკით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო