სალათი “გურმანი” ქათმითა და სოკოთი

სალათი “გურმანი” ქათმითა და სოკოთი ნოყიერი, არომატული, გემრიელი კერძია. სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 15 წთ. ულუფა: 1.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  100გრ (მოხარშული);
  • კიტრი  1/2ც;
  • მჟავე კიტრი  2ც;
  • კვერცხი  2ც (მოხარშული);
  • ქამა სოკო  2ც;
  • მაიონეზი  1ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • ხახვი  0,5თ;
  • ზეთი  30მლ;
  • მაგარი ყველი  30გრ;

მომზადების წესი:

დავჭრათ კვერცხი, ფილე, კიტრი, მჟავე კიტრი, ყველი. ზეთში მოვხრაკოთ კუბიკებად დაჭრილი სოკო და ხახვი. დავამატოთ მარილი. ყველა ინგრედიენტი ჯამში მოვათავსოთ და მაიონეზი მოვასხათ, ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო