სალათი იხვის ფილეთი და ფორთოხლით

ფრანგული სამზარეულოს საკმაოდ პიკანტური კერძია. სალათი იხვის ფილეთი და ფორთოხლით გემოების უჩვეულო შეხამებით გამოირჩევა. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 1-2.

ინგრედიენტები:

  • ფილე  1ც;
  • კარაქი 1ს/კ;
  • სალათის ფოთლები  1/2კონა;
  • ფორთოხალი  1ც;
  • ვისკი  1ჩ/კ;
  • თაფლი  1ჩ/კ;
  • შავი დაფქული პილპილი, ფრანგული მდოგვი, მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ იხვის ფილე, შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცით. ზემოდან გარდიგარდმო ჩავჭრათ. მარილი და პილპილი დავაყაროთ. ფილე შევწვათ კარაქში, მაღალ ცეცხლზე. შემდეგ ფოლგაში შევახვიოთ და 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევწვათ 10-15 წთ. ფორთოხალი ლებნებად გავარჩიოთ, მოვაცილოთ თეთრი ნაწილები, ლებნები შუაზე დავჭრათ. ნარჩენებისგან წვენი გამოვწუროთ, დავამატოთ მარილი, თაფლი და ვისკი. დაბალ ცეცხლზე შევათბოთ, რომ ალკოჰოლი აქროლდეს და სოუსი გასქელდეს. დავამატოთ მდოგვი, ამოვურიოთ. სალათის ფოთლებზე დავაწყოთ შემწვარი დაჭრილი ფილე, გვერდით ფორთოხლის ნაჭრები დავაწყოთ.მოვასხათ სოუსი. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო