
ეს სალათი პიკანტური გემოსია. განსაკუთრებულს ხდის შტოში. დამზადების დრო: 35 წთ.
ინგრედიენტები:
- იხვის ფილე 400გრ;
- ნიგოზი 200გრ;
- მდნარი ყველი 200გრ;
- ნიორი 1კბილი;
- სანელებლები გემოვნებით;
- შტოში 2მწიკვი;
- მაგარი სახეობის ყველი 50გრ;
- სალათის ფოთლები 150გრ;
- მომზადების წესი:
გავრეცხოთ და მოვხარშოთ ფილე, გავაცივოთ, წავუსვათ დაჭყლეტილი ნიორი, სანელებლები და 30 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ დავჩლიჩოთ. სასალათეში ჯერ დავაწყოთ გარეცხილი, დატეხილი სალათის ფოთლები, დავადოთ ყველის კუბიკები, იხვის ფილე, ნიგოზი, შევკაზმოთ მდნარი ყველით. კარგად ამოვურიოთ. სალათი იხვის ფილეთი მზადაა დასაგემოვნებლად. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება