სალათი კალმარებით, კრევეტებით და ანანასით

სალათი კალმარებით, კრევეტებით და ანანასით ორიგინალური გემოთი გამოირჩევა. სადღესასწაულო სუფრის კარგი იდეაა, თან სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 15 წთ. ულუფა: 1.

ინგრედიენტები:

  • კალმარი  1ც;
  • კრევეტები  50გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ანანასი  30 გრ (კონსერვი);
  • მარილი  გემოვნებით;
  • მაიონეზი  1/2ს/კ;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. კრევეტები 1 წთ ვხარშოთ, კალმარი კი 2 წთ. კალმარი გრძლად დავჭრათ, კრევეტები წვრილად. ასევე დავჭრათ ანანასი, მოხარშული კვერცხი. ყველაფერი ჯამში მოვათავსოთ, მაიონეზი მოვასხათ და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო