სალათი კალმარებითა და კვერცხით

ნოყიერი, მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი სალათია. თუ ზღვის პროდუქტები გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა! დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კალმარი  400გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • კამა და ოხრახუში  თითო კონა;
  • მაიონეზი  გემოვნებით;
  • მჟავე კიტრი  1ც;

მომზადების წესი:

კალმარებს დავასხათ მდუღარე წყალი, შემდეგ ცივ წყალში ჩავაწყოთ და კანი მოვაცილოთ. წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავდოთ კალმარები 1 წთ და ამოვიღოთ. ხახვი წვრილ კუბიკებად დავჭრათ და მდუღარე წყალი დავასხათ. მწვანილი წვრილად დავჭრათ, კვერცხი მოვხარშოთ, გავარჩიოთ და კუბიკებად დავჭრათ. ცივი კალმარები გრძლად დავჭრათ, დავამატოთ მწვანილი, კვერცხი, ხახვი გავწუროთ და დავაყაროთ, მოვასხათ მაიონეზი და ამოვურიოთ. ზემოდან დაჭრილი კიტრი დავაწყოთ. გემრიელად მიირთვით სალათი კალმარებითა და კვერცხით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო