სალათი კაპერსებით

სალათი კაპერსებით მარტივია და ძალიან დახვეწილი, გემრიელია, ვიზუალურად ლამაზი კერძია, რომელიც საზეიმო სუფრის ნამდვილი მშვენება იქნება. დამზადების დრო: 25 წთ. ულუფა: 2.

ინგრედიენტები:

  • თევზის ჩხირები  5-6ც (გაყინული);
  • კიბორჩხალას ჩხირები  5ც;
  • რუკოლა  1კონა;
  • სალათის ფოთლები  გემოვნებით;
  • პომიდორი  1ც;
  • არტიშოკი  1ქილა;
  • კაპერსი  1ქილა;
  • ზეითუნის ზეთი, მოხარშული კრევეტები, პომიდორი ჩერი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავალღოთ თევზის ჩხირები და 10-15 წთ გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.  რუკოლა და სალათის ფოთლები დავტეხოთ და ლანგარზე დავაწყოთ. თხლად დავჭრათ პომიდორი, თევზის ჩხირები და დავამატოთ სალათს. კუბიკებად დავჭრათ კიბორჩხალას ჩხირები, მრგვლად – არტიშოკი და სალათს დავამატოთ. კაპერსები ხსნართან ერთად დავამატოთ. მოვასხათ ზეთი, მარილი და პილპილი დავაყაროთ და ამოვურიოთ. მოვრთოთ მოხარშული კრევეტებით და ჩერით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო