სალათი კარტოფილითა და კვერცხით

ნოყიერი, გემრიელი სალათია, ადვილად მზადდება. ვახშმის კარგი იდეაა, დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  2კგ;
  • მაიონეზი  200გრ;
  • მჟავე კიტრი  3-5ც;
  • მდოგვი  2ს/კ;
  • ვაშლის ძმარი  1ს/კ;
  • კვერცხი  5-6ც;
  • ნიახური  2-3ღერი;
  • ხახვი  1თ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი, ნიორი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავთალოთ და გავრეცხოთ კარტოფილი, კუბიკებად დავჭრათ და მოვხარშოთ. მოვხარშოთ კვერცხიც.  მოვამზადოთ საკმაზი:კიტრი წვრილად დავჭრათ, დავასხათ მაიონეზი, ძმარი, მდოგვი, დავამატოთ პილპილი და ამოვურიოთ. გადავწუროთ კარტოფილი, კვერცხი კუბიკებად დავჭრათ. ხახვი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ. ნიახურიც. ყველაფერი ერთად მოვათავსოთ და საკმაზი დავასხათ, ამოვურიოთ. სალათი კარტოფილითა და კვერცხით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო