სალათი ხახვითა და ცისფერი ყველით

სალათი ხახვითა და ცისფერი ყველით პიკანტური, დახვეწილი გემოს კერძია. ჭიქა ღვინოსთან ერთად შესანიშნავია.  მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხახვი შალოტი  200გრ;
  • ზეითუნის ზეთი  3ს/კ;
  • ღვინის ძმარი  2ს/კ;
  • მდოგვი  1ს/კ;
  • ცისფერი (ობიანი) ყველი  70გრ;
  • ნიგოზი  40გრ;
  • მწვანილი  1კონა (კამა ან ქინძი);
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

შალოტი მსხვილად დავჭრათ, შევწვათ ღუმელში 180 გრადუსზე, უნდა დარბილდეს. ზეთს დავამატოთ მდოგვი, ძმარი და ავურიოთ. დავამატოთ ხახვი, მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. ყველი კუბიკებად დავჭრათ და წვრილად დაჭრილ მწვანილთან ერთად დავამატოთ ხახვს. მოვაყაროთ ნიგოზი. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო