სალათი კრევეტებით და ფეტათი

მარტივად მოსამზადებელი, მსუბუქი და გემრიელი სალათია. დამზადების დრო: 25 წთ. ულუფა: 1.

ინგრედიენტები:

  • სალათის ფოთლები  25-30გრ;
  • კრევეტები  100გრ;
  • ყველი ფეტა  70გრ;
  • პომიდორი  100გრ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • სეზამის მარცვლები, მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. სალათის ფოთლები ხელით დავტეხოთ და დავაწყოთ ლანგარზე. ზემოდან დაჭრილი პომიდორი დავაწყოთ. კრევეტები მდუღარე მარილწყალში მოვხარშოთ 2 წთ, შემდეგ გავარჩიოთ და სალათს დავამატოთ. ზემოდან დავაწყოთ დატეხილი ყველი. მოვასხუროთ ზეთი, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, მარილი და პილპილი. სალათი კრევეტებით და ფეტათი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო