სალათი ლობიოთი და კვერცხით

ორიგინალური სალათია. გაიმრავალფეროვნეთ კვების რაციონი, დაამზადეთ სალათი ლობიოთი და კვერცხით და სასიამოვნოდ გააოცეთ ოჯახის წევრები. დამზადების დრო: 35 წთ.

ინგრედიენტები:

  • მაიონეზი  150-200გრ;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • ლობიოს კონსერვი 1ქილა;
  • სიმინდის კონსერვი  1ქილა;
  • სუხარიკები  150გრ;
  • კვერცხი  5ც;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ კვერცხი, გავაცივოთ, გავარჩიოთ და პატარა კუბიკებად დავჭრათ. გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ მწვანე ხახვი. გადავწუროთ სიმინდი და ლობიო და დავამატოთ კვერცხს და მწვანე ხახვს. მოვასხათ მაიონეზი, სუხარიკები დავამატოთ, ამოვურიოთ, მარილი და პილპილი გემოვნებით დავაყაროთ, კარგად ამოვურიოთ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო