სალათი ლობიოთი და ფეტათი

ეს სალათი უმარტივესად მზადდება, არის გემრიელი და სასარგებლო. სადილზე ან ვახშამზე ნამდვილად კარგი ვარიანტი იქნება. დამზადების დრო: 25 წთ.

ინგრედიენტები:

  •  ლობიო250გრ (კონსერვი);
  • ყველი ფეტა  80გრ;
  • სიმინდის კონსერვი  80გრ;
  • პომიდორი  100გრ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  50გრ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ლობიო ღრმა ჯამში ჩავყაროთ. პომიდორი კუბიკებად დავჭრათ, ფეტა ხელით დავტეხოთ და ჯამში ჩავამატოთ. სიმინდიც დავაყაროთ. ბულგარული წვრილ ღერებად დავჭრათ და დავამატოთ სალათს. მოვასხათ ზეთი, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და ამოვურიოთ. სალათი ლობიოთი და ფეტათი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო