სალათი ლორით, კვერცხითა და სიმინდით

მენიუს გასამრავალფეროვნებად მშვენიერი იდეაა. ნოყიერია, გემრიელი. დამზადების დრო: 25 წთ.

ინგრედიენტები:

  • ლორი  250გრ;
  • კვერცხი  2-3ც;
  • კიტრი  2ც;
  • სიმინდის კონსერვი  200გრ;
  • კამა, ოხრახუში  თითო კონა;
  • მაიონეზი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ კვერცხი, გავაცივოთ, გავარჩიოთ. გავრეცხოთ კიტრი, კამა, ოხრახუში. ლორი პატარა კუბიკებად დავჭრათ, დავამატოთ  სიმინდი ხსნარიანად, კუბიკებად დაჭრილი კიტრი და კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მაიონეზი მოვასხათ, მარილით შევანელოთ და ამოვურიოთ. სალათი ლორით, კვერცხითა და სიმინდით დასაგემოვნებლად მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო