
სალათი ლორითა და მდნარი ყველით სწრაფად და მარტივად მზადდება, ნოყიერია, თავისებურ საოცარი გემოთი. დამზადების დრო: 20 წთ ულუფა: 2-3.
ინგრედიენტები:
- ლორი 150გრ;
- მდნარი ყველი 80-90გრ;
- ბარდას კონსერვი 150გრ;
- კიტრი 80გრ;
- მაიონეზი 80გრ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
ლორი კუბიკებად დავჭრათ. ასევე დავჭრათ კიტრი და მდნარი ყველი. ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში. დავამატოთ ბარდა, მარილი, პილპილი, მაიონეზი და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება