
უგემრიელესი, უმარტივესი, ბიუჯეტური კერძია. სალათი “მანდარინები” ქათმის ფილეთი და ყველით ძალიან ეფექტურად გამოიყურება. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 4.
ინგრედიენტები:
- სტაფილო 2ც;
- ქათმის ფილე 300გრ;
- კვერცხი 3ც;
- მდნარი ყველი 2ც;
- მაიონეზი 2ს/კ;
- ნიორი 1კბილი;
- მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. მდნარი ყველი გავხეხოთ. მოვხარშოთ ფილე, კვერცხი. ცივი ფილე დავაბლენდეროთ, კვერცხი გავხეხოთ. ორივე ინგრედიენტი დავამატოთ ყველს. მოვასხათ მაიონეზი, დავამატოთ მარილი, პილპილი და ავურიოთ. მოხარშული სტაფილო მსხვილად გავხეხოთ, საკვებ ცელოფანზე მცირე ნაწილი გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ სალათის მასისგან გაკეთებული ბურთულა და სტაფილოს მასაში შევახვიოთ. დანარჩენებიც ასე გავაკეთოთ, “მანდარინები” მწვანილით მოვრთოთ და სუფრაზე გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება