სალათი მანდარინით

ამ სალათს ინგრედიენტების უჩვეულო და საინტერესო შეხამება განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ადვილად მზადდება, დახვეწილი გამოდის. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  200გრ;
  • მანდარინი  2ც;
  • მდნარი ყველი  1ც;
  • კაკალი  6ც;
  • მაიონეზი  2ს/კ;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ ფილე, გავაცივოთ, კუბიკებად დავჭრათ და დავაწყოთ სასალათე ლანგარზე. წავუსვათ მაიონეზი. ზემოდან დავაწყოთ მანდარინის ლებნები, სურვილისამებრ. მდნარი ყველი გავხეხოთ და მოვაყაროთ , წავუსვათ მაიონეზი. დავტეხოთ და გავარჩიოთ კაკალი, წვრილად დავჭრათ და ზემოდან მოვაყაროთ. სალათი მანდარინით მოვრთოთ ერთი-ორი ლებნით, გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო