სალათი მოხარშული კალმახით

თევზის მოყვარულებმა, და არა მხოლოდ,  რომ გაიმრავალფეროვნონ თევზისაგან მომზადებული კერძები, აუცილებლად ამ რეცეპტს უნდა გაეცნონ! მარტივია, გემრიელია, სასარგებლოა. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 2-3.

ინგრედიენტები:

  • კალმახი  200გრ;
  • ბრინჯი  200გრ;
  • მჟაკვე კიტრი  100გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • მაიონეზი, მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ ბრინჯი, კვერცხი. კალმახს ძვლები მოვაცილოთ და მოვხარშოთ. კვერცხი ან წვრილად დავჭრათ ან გავხეხოთ. მოხარშული კალმახი გავაცივოთ და წვრილად დავჭრათ. ყველაფერი ჯამში მოვათავსოთ, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი დავამატოთ. კუბიკებად დაჭრილი მჟავე კიტრიც ჩავამატოთ. ამოვურიოთ, მარილი, პილპილი და მაიონეზი დავამატოთ და ისევ ამოვურიოთ. სალათი მოხარშული კალმახით  მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო