სალათი ”მონმარტრი”

არაჩვეულებრივი, მსუბუქი, პიკანტური სალათია. საფრანგეთში საკმაოდ პოპულარულია. სცადეთ! დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • სალათის ფოთლების მიქსი  100გრ;
  • პომიდორი ჩერი  3-4ც;
  • ავოკადო  1ც;
  • ლორი  50-80გრ;
  • კარტოფილი  250გრ;
  • კიტრი  1/4ც;
  • ბოლოკი  2-3ც;
  • ზეითუნის ზეთი  3ს/კ;
  • თეთრი ღვინის ძმარი  1,5ს/კ;
  • ყველი  100გრ;
  • ნიორი  1,5-2კბილი;
  • მდოგვი  1ჩ/კ;
  • სალიამი  50-80გრ;
  • მარილი  მწიკვი;
  • მომზადების წესი:

კარტოფილი მოვხარშოთ მარილწყალში. დავტეხოთ სალათის ფოთლები და ჯამში ჩავაწყოთ. დავამატოთ დაჭრილი ჩერი. დავჭრათ ავოკადო, ხახვი, კიტრი, ბოლოკი და ჩავამატოთ ჯამში, ამოვურიოთ. მოხარშული კარტოფილი დავჭრათ მრგვლად და ზეთში შვბრაწოთ. ზეთი, ძმარი, მდოგვი, დაჭყლეტილი ნიორი ერთად მოვათავსოთ ფიალაში და ავურიოთ. შებრაწული კარტოფილი ჯერ ქაღალდის ხელსახოცებზე დავდოთ, შემდეგ სალათს დავამატოთ. ლორი და სალიამი დავჭრათ თხლად და ჩავამატოთ ძირითად მასას. ასევე დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ყველი, მარილი გემოვნებით და მდოგვიანი საკმაზი მოვასხათ. ამოვურიოთ. სალათი “მონმარტრი” მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო