სალათი “ნიცა”

სალათი “ნიცა” საფრანგეთში ძალიან პოპულარული კერძია. გამოდის გემრიელი, ვიტამინებით მდიდარი. სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • წითელი კარტოფილი  12ც;
  • სალათი “ბოსტონი“  1კონა;
  • სალათი “ ლატუკი“  1კონა;
  • პომიდორი  450გრ;
  • წითელი ხახვი  0,5თ;
  • მწვანე ლობიო  450გრ;
  • კვერცხი  4ც;
  • ზეთისხილი  ¼ჭ;
  • თინუსის კონსერვი  240გრ;
  • მარილი  მწიკვი;
  • შავი დაფქული პილპილი  მწიკვი;
  • ზეითუნის ზეთი  1ჭ;
  • ლიმონის წვენი  2ს/კ;
  • ვაშლის ძმარი  2ს/კ;
  • ნიორი  2კბილი;
  • მდოგვი  1ს/კ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ საკმაზი: ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ვაშლის ძმარი, დაჭყლეტილი ნიორი, მდოგვი, მარილი და პილპილი კარგად ავთქვიფოთ. მოვხარშოთ გარეცხილი კარტოფილი, გავარჩიოთ, გავჭრათ შუაზე და ცოტა საკმაზი მოვასხათ. მოვხარშოთ კვერცხი, გავაცივოთ, გავარჩიოთ და ოთხ ნაწილად დავჭრათ. მდუღარე წყალში მოვხარშოთ გარჩეულ-გარეცხილი მწვანე ლობიო, დაახლ. 4 წთ. გადავიტანოთ ცივ წყალში, რომ ხასხასა ფერი შეინარჩუნოს, გადავწუროთ და რამოდენიმე კოვზი საკმაზი მოვასხათ. გავრეცხოთ ორივე სახეობის სალთის ფოთლები, შევაშროთ, დავტეხოთ, სასალათეში მოვათავსოთ და დავასხათ საკმაზი. გარჩეულ-გარეცხილი ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ და ცივ წყალში ჩავალბოთ 10 წთ, რომ სიმწარე გამოუვიდეს. სალათის ფურცლებზე ჯერ კვერცხი დავაწყოთ, შემდეგ კარტოფილი, ზეთისხილი, თინუსი, პომიდორი, ხახვი, მწვანე ლობიო (გვერდი-გვერდ), დავასხათ დარჩენილი საკმაზი და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო