სალათი ობიანი ყველით

ობიან ყველს განსაკუთრებული არომატი ახასიათებს, რაც ამ სალათის გემოს ქმნის. ვისაც ფრანგული სამზარეულო ხიბლავს, სალათი ობიანი ყველით უთუოდ მოეწონება. სცადეთ! დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • მაიონეზი  1,5ჭ;
  • ლიმონის წვენი 2ს/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  1ს/კ;
  • ცხარე წითელი წიწაკა  1ს/კ;
  • ობიანი ყველი  1ჭ (ნებისმიერი სახეობის);
  • პახტა  50გრ (რძის პრ, რომელიც კარაქის შედღვების შედეგად მიიღება);
  • ბეკონი  250გრ;
  • სალათის ფოთლები  1კონა;
  • ხახვი  1/2ც;
  • პომიდორი  4ც;

მომზადების წესი:

ყველი დავჭრათ კუბიკებად, ბეკონი კი გრძელ ნაჭრებად. ხახვი წვრილად დავჭრათ. მაიონეზი, ლიმონის წვენი, ორივე პილპილი შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ ყველი, დავასხათ პახტა და ამოვურიოთ. ბეკონი შევბრაწოთ, გავაცივოთ,  დავაქუცმაცოთ. სალათის ფოთლები დავაწყოთ ლანგარზე, ბეკონის ნაჭრები დავალაგოთ, დავდოთ დაჭრილი პომიდორი, ხახვი და დავასხათ ყველიანი მასა. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო