სალათი “ორქიდეა”

გემრიელი და ნოყიერია. სალათი “ორქიდეა” იმდენად ლამაზად არის გაფორმებული, რომ ნებისმიერ

სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  1ც;
  • კორეული სტაფილო  50გრ (რეც. იხ. deda.ge);
  • კარტოფილი  2ც;
  • კვერცხი  2ც;
  • კარტოფილის ჩიპსები   15გრ;
  • მაიონეზი  2-4ს/კ;
  • ქამა სოკო  150გრ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

მოვხარშოთ კარტოფილი და კვერცხი. ქამა სოკო გავრეცხოთ, დავჭრათ და შევწვათ.კარტოფილი გავხეხოთ და სალათის პირველ ფენად დავდოთ, ზემოდან ცოტა მაიონეზი წავუსვათ. მოხარშული ფილე ან წვრილად დავჭრათ ან დავჩლიჩოთ და დავადოთ მეორე ფენად, აიონეზი მოვასხათ, ზემოდან შემწვარი სოკო დავდოთ, შემდეგი ფენა არის კორეული სტაფილო, მოვასხათ მაიონეზი, მოხარშული კვერცხის გულები და ცილები გავაცალკევოთ, გავხეხოთ ცილა და ზემოდან დავაყაროთ სალათს, წავუსვათ მაიონეზი. ზედა ფენაზე დავაწყოთ ჩიპსები, დავაყაროთ გახეხილი კვერცხის გული, ორქიდეას ფორმა მივცეთ, ღერები მწვანილით გავუკეთოთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო