
სალათი “ფატუში” ლავაშით მსუბუქი, გემრიელი აღმოსავლური კერძია. ბოსტნეული შეგიძლიათ შეცვალოთ სურვილისამებრ. ვახშმის კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 15 წთ. ულუფა: 2-4.
ინგრედიენტები:
- წითელი ბულგარული წიწაკა 1ც;
- პომიდორი 1ც;
- კიტრი 1-2ც;
- ბოლოკი 1-3ც;
- მწვანილი 1კონა (სურვილისამებრ);
- ლავაში 1ც;
- ზეითუნის ზეთი 3ს/კ;
- ლიმონის წვენი 2-3ს/კ;
- სალათის ფოთლები 1კონა;
- მარილი, პილპილი, სუნელები გემოვნებით;
მომზადების წესი:
გავრეცხოთ და შევაშროთ ბოსტნეული. სალათის ფოთლები დავტეხოთ ხელით, დანარჩენი დავჭრათ. ლავაში დავტეხოთ ან დავჭრათ, გამოვაშროთ ღუმელში ან ტაფაში. ჩავაწყოთ ჯამში, დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული. საკმაზი: ზეითუნის ზეთს დავასხათ ლიმონის წვენი, დავამატოთ მარილი, პილპილი, სუნელები, ავურიოთ. მოვასხათ სალათს და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება