სალათი ,,ფავორიტი” ქათმის ფილეთი

იმდენად გემრიელია ეს სალათი, რომ მართლაც ფავორიტია ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრისათვის. სამი სახეობის ხორცი და დამარინადებული ქამა სოკო განსაკუთრებულ პიკანტურობას ანიჭებს. დამზადების დრო: 20 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

მოხარშული ენა (საქონლის ან ღორის)  100გრ;

მოხარშული ქათმის ფილე  100გრ;

ლორი  100გრ;

დამარინადებული ქამა სოკო  100გრ;

კიტრი 100გრ;

წითელი ხახვი  1თ;

ოხრახუში  20გრ;

მაიონეზი  2ს/კ;

ძმარი  1ს/კ;

შაქარი  1ჩ/კ;

წყალი  100მლ;

მარილი   გემოვნებით;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. წყალს დავასხათ ძმარი (ღვინის ან ვაშლის), დავაყაროთ შაქარი და მოვურიოთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. ეს ნარევი დავასხათ ხახვს და 10 წთ დავაყოვნოთ. მოხარშული ენა მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ და ჯამში გადავიტანოთ. გავწუროთ ხახვი და დავამატოთ ენას. დავჭრათ კიტრი და ფილე და დავამატოთ ძირითად მასას, ასევე ლორიც. გადავწუროთ სოკოს მარინადი, დავჭრათ და დავამატოთ სალათს. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მოვასხათ მაიონეზი, ამოვურიოთ, მარილი გემოვნებით დავამატოთ და ისევ ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

  1. Wow, wonderful weblog structure! How lengthy have you
    been blogging for? you make blogging look easy. The whole look of your site is excellent,
    let alone the content material! You can see similar here e-commerce

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო