სალათი ქათმის ბარკლებით

მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი სალათია. თუ სტუმარი მოულოდნელად გესტუმრათ, ეს რეცეპტი უთუოდ დაგეხმარებათ. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ბარკალი  200გრ;
  • კვერცხი  4ც;
  • ქამა სოკოს კონსერვი  150გრ;
  • მჟავე კიტრი  2ც;
  • მაგარი ყველი  50გრ;
  • მაიონეზი  2ს/კ;
  • ნოგოზი  2 ც (მოსართავად);
  • მომზადების წესი:

ცალკ-ცალკე მოვხარშოთ ბარკალი და კვერცხი. გავაცივოთ. მჟავე კიტრი, კვერცხი, ბარკალი და ყველის 2/3 კუბიკებად დავჭრათ. სოკო გადავწუროთ და 2-4 ნაწილად დავჭრათ. ყველაფერი ჯამში მოვათავსოთ, მაიონეზი მოვასხათ და ამოვურიოთ, ზემოდან დარჩენილი გახეხილი ყველი მოვაყაროთ და ნიგვზის ლებნები დავაწყოთ.  სალათი ქათმის ბარკლებით მზადაა!  გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო