სალათი ქათმის გულებით

ქათმის სალათების მოყვარულთ კიდევ ერთ უგემრიელეს რეცეპტს გთავაზობთ! სალათი ქათმის გულებით გამოდის ნოყიერი და ვიზუალურად ძალიან მიმზიდველი. საზეიმო სუფრასაც ღირსეულად დაამშვენებს. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 5-6.

ინგრედიენტები:

  • ქათმის გულები  200გრ (მოხარშული);
  • კვერცხი  3ც;
  • კარტოფილი  2ც;
  • ლობიო  150გრ (მოხარშული);
  • წითელი ბულგარული წიწაკა  0,5ც;
  • მჟავე კიტრი  1ც;
  • კამა  1კონა;
  • მაიონეზი  100გრ;
  • მდოგვი 1ჩ/კ(მარცვლებიანი);
  • ნიორი  1კბილი;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. სასალათე ჯამში ჩავყაროთ მოხარშული ლობიო, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული ქათმის გულები, მოხარშული კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და ბულგარული. ასევე დავჭრათ მჟავე კიტრი და დავამატოთ სალათს. 3ც მოხარშული კვერცხიდან 1,5 ცილა გადავდოთ, დანარჩენი დავჭრათ და ძირითად მასას დავამატოთ. მაიონეზს შევურიოთ მდოგვი და დაჭყლეტილი ნიორი.ეს საკმაზი მოვასხათ სალათს, დავამატოთ მარილი და პილპილი და ამოვურიოთ. ბორცვისებურად დავდოთ, ზემოდან გახეხილი ცილა მოვაყაროთ, გარშემო კი წვრილად დაჭრილი კამა დავამატოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო