
სალათი ქათმის ფილეთი და სოკოთი ნოყიერი და არომატული სალათია. ადვილად მზადდება. ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 5-6.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 2ც;
- ქამა სოკო 6-10ც;
- კვერცხი 3ც;
- მაგარი ყველი 150გრ;
- სიმინდის კონსერვი 150გრ;
- მაიონეზი, ზეთი, მარილი, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვხარშოთ ფილე, კვერცხი და გავაცივოთ. სოკო დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. ავიღოთ სასალათე და პირველ ფენად დავაწყოთ დაჭრილი კვერცხი.ყველა ფენას მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ მაიონეზი. მეორე ფენა იქნება დაჭრილი ფილე, მესამე – სოკო. მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ისევ მაიონეზი, ბოლოს გადავწუროთ სიმინდი და მარცვლები მოვაყაროთ. სალათი 1-2 სთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება