სალათი რუკოლათი და ბოლოკით

მსუბუქი, გემრიელი, ვიტამინებით მდიდარი სალათია. რუკოლა განსაკუთრებულად უხდება ამ სალათს. დამზადების დრო: 10 წთ. ულუფა: 2-3.

ინგრედიენტები:

  • რუკოლა  140გრ;
  • ბოლოკი  300გრ;
  • ლიმონი  1ც;
  • ნუში  3ს/კ;
  • ყველი  მოსართავად;
  • ზეთი  3/4ჭ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბოლოკი, მრგვლად დავჭრათ. გავრეცხოთ, შევაშროთ და ლანგარზე დავაწყოთ რუკოლა. ზემოდან ბოლოკი დავალაგოთ. ლიმონი და ზეთი შევურიოთ, მარილი და პილპილი დავამატოთ. ავურიოთ და დავასხათ სალათს. დავამატოთ დაკეპილი ნუში და ამოვურიოთ. ზემოდან დაჭრილი ყველი დავაწყოთ. სალათი რუკოლათი და ბოლოკით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო