სალათი რუკოლათი და ხორცით

თბილი სალათი რუკოლათი და ხორცით გემრიელი ვახშმის კარგი იდეაა. რუკოლა შეგიძლიათ შეცვალოთ სალათის ფოთლებით, ხოლო ჩერი პომიდორი – ჩვეულებრივით. სასურველია, საქონლის ხორცი დიდხანს არ შეწვათ, რომ არ გამაგრდეს. დამზადების დრო: 30წთ. ულუფა: 2.

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი  100გრ;

რუკოლა  50გრ;

ჩერი  70გრ;

ზეთი 1ს/კ;

სოიოს სოუსი  1ს/კ;

ნიორი  1კბ;

სეზამის მარცვლები  1ჩ/კ;

მარილი  გემოვნებით;

შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

კრემ-ბალზამიკო  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ რუკოლა, დავფერთხოთ და ქაღალდის ხელსახოცზე დავაწყოთ. გარეცხილი ჩერი შევამშრალოთ. გახურებულ ტაფაში ჩავასხათ ზეთი, დავაწყოთ გარეცხილი, მოგრძოდ დაჭრილი საქონლის ხორცი. შევწვათ 1 წთ, დავაყაროთ მარილი, პილპილი,  დანაყული ნიორი, დავასხათ სოიოს სოუსი და 1-2 წთ შევწვათ ხორცი. გადმოვდგათ ტაფა. განიერ სასალათეში დავაწყოთ რუკოლა, დავამატოთ ოთხად დაჭრილი ჩერი პომიდვრები, ზემოდან დავაწყოთ შემწვარი ხორცი და მოვასხათ ტაფაში დარჩენილი სოუსი. ბოლოს, მოვაყაროთ სეზამი, მოვასხათ კრემ-ბალზამიკო და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

3 კომენტარები

  1. Whats up! I just would like to give an enormous thumbs up for the good information you may have right here on this post. I will be coming again to your blog for more soon.

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო