სალათი სალათის ფოთლებითა და კვერცხით

ნაზი, მსუბუქი, გემრიელი სალათია. სწრაფად მზადდება, ამიტომ საუზმეზე მშვენიერი იქნება. დამზადების დრო: 25 წთ.

ინგრედიენტები:

  • სალათის ფოთლები  1კონა;
  • კამა  1კონა;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • კვერცხი  3ც;
  • ლიმონის წვენი  1ჩ/კ;
  • არაჟანი  3-4ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ კვერცხი, გავაცივოთ, გავარჩიოთ და დავჭრათ. გავრეცხოთ მწვანილი და სალათის ფოთლები, შევაშროთ. მწვანილი წვრილად დავჭრათ, სალათის ფოთლები დავტეხოთ, დავამატოთ დაჭრილი კვერცხი, დავასხათ ლიმონის წვენი, არაჟანი, მარილით შევანელოთ და ამოვურიოთ. სალათი სალათის ფოთლებითა და კვერცხით მომზადებისთანავე გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო