სალათი შებოლილი ქათმის ფილეთი და ყველით

მარტივად და სწრაფად მზადდება. ყველა ინგრედიენტი საოცრად უხდება ერთმანეთს და საბოლოოდ არაჩვეულებრივი კერძი გამოდის. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  200გრ( შებოლილი);
  • ყველი  200გრ
  • კვერცხი  3ც (მოხარშული);
  • კიტრი  1ც;
  • მაიონეზი, მარილი, შავი დაფქული პილპილი, მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

სალათი შებოლილი ქათმის ფილეთი და ყველით ფენოვანია. აწყობა დაჭრილი ფილეთი დავიწყოთ. წავუსვათ მაიონეზი. მეორე ფენად დაჭრილი კიტრი დავამატოთ, მარილი და პილპილი მოვაყაროთ. დავახეხეოთ ყველი, მაიონეზი მოვასხათ. ბოლო ფენა გახეხილი კვერცხია. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მაიონეზი ბადისებურად მოვასხათ, დავაჭრათ წვრილად დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო