სალათი შემწვარი ხორცით

ბოსტნეული და შემწვარი ხორცი ძალიან უხდება ერთმანეთს. ეს კერძი ნოყიერიცაა და მსუბუქიც. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი  500-600გრ;
  • იტალიური სუნელების ნარევი  1ჩ/კ (წითელი ცხარე წიწაკა, თეთრი წიწაკა, მდოგვი, ორეგანო, რეჰანი, ოხრახუში);
  • ზეთი  3-4ს/კ;
  • სალათის ფოთლები  1კონა;
  • ბულგარული წიწაკა  2ც;
  • ხახვი  1ც (წითელი);
  • ნიორი  3-4კბილი;
  • პომიდორი ჩერი  9-10ც;
  • პარმეზანი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ბულგარული თხლად და გრძლად დავჭრათ. ნიორი დავკეპოთ. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ, სალათის ფოთლები დავტეხოთ. განიერ ლანგარზე დავაწყოთ ხახვი, სალათის ფოთლები, პომიდორი.  დავახეხოთ პარმეზანი. ხორცი გრძელ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ სუნელი, საშუალო ცეცხლზე დავდგათ ტაფა, ზეთი გავაცხელოთ და ხორცი შევწვათ. პერიოდულად ვურიოთ. გადმოვიღოთ და იმავე ტაფაში შევწვათ ბულგარული და ნიორი. სალათს დავამატოთ ხორცი, ბულგარული და ამოვურიოთ. სალათი შემწვარი ხორცით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო