
გემრიელი, ნოყიერი, განსხვავებული ვახშმის კარგი იდეაა. სალათი “სოკოს კალათა” მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 3.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 250გრ;
- კარტოფილი 2ც;
- მჟავე კიტრი 2ც;
- სოკოს კონსერვი 200გრ;
- კვერცხი 3ც;
- მაიონეზი 2ს/კ;
- მარილი 1/2ჩ/კ;
- მწვანილი გემოვნებით;
- მომზადების წესი:
მოვხარშოთ კვერცხი, კარტოფილი, ქათმის ფილე. გავაცივოთ, დავჭრათ კუბიკებად. დავამატოთ დაჭრილი სოკო, კიტრი, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ მაიონეზი და ამოვურიოთ. ზემოდან წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან კამა მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება