სალათი სოკოთი, ნიახურითა და ყველით

არომატული, უგემრიელესი და ზომიერად ნოყიერი სალათია. თან უსწრაფესად მზადდება. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქამა სოკო  350გრ (თხლად დაჭრილი);
  • მელისკუდა იგივე მიქლიო  180 გრ (თხლად დაჭრილი);
  • ნიახური ღერებით  6ც;
  • ლიმონის წვენი  7ს/კ;
  • მარილი, დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • ხახვი შალოტი  200გრ;
  • სალათის ფოთლები  240გრ;
  • ყველი პარმეზანი  180გრ;

მომზადების წესი:

ორივე სახეობის დაჭრილი სოკო დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, დავაფაროთ სველი, გაწურული ჩაის ტილო. ნიახური წვრილად დავჭრათ, ჯამში ჩავყაროთ, ცელოფანი გადავაფაროთ და მაცივარში შევდგათ ცოტა ხნით. ლიმონის წვენი დაჭრილ ხახვს დავასხათ, 15 წთ დავაყოვნოთ (2 სთ შეიძლება). შემდეგ ზეთი დავამატოთ, მარილი, პილპილი, სოკო და ნიახური და 10 წთ დავაყოვნოთ, ამოვურიოთ. განიერ ლანგარზე დავაწყოთ სალათის ფოთლები, დავდოთ სალათი, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი. სალათი სოკოთი, ნიახურითა და ყველით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო