სალათი სპაგეტით

მარტივად მზადდება. გემრიელი და ნოყიერი გამოდის. სალათი სპაგეტით განსაკუთრებულ ვახშამსაც კი დაამშვენებს. დამზადების დრო: 1 სთ 15 წთ. ულუფა: 6-8ც.

ინგრედიენტები:

  • სპაგეტი  500გრ;
  • ძეხვი პეპერონი  30 ნაჭერი;
  • შავი კურკო ზეთისხილი;
  • პომიდორი ჩერი  200გრ;
  • პარმეზანი  50გრ;
  • კიტრი  1ც;
  • ბულგარული წიწაკა  1ც;
  • ხახვი  0,5ც;
  • ტომატის ცხარე სოუსი  100მლ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ სპაგეტი, ცივი წყალი გადავავლოთ. ზეთისხილი მრგვლად დავჭრათ, ძეხვი და პომიდორი ნახევარრგოლებად,  კიტრი კუბიკებად, ხახვი ალყა-ალყა. ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში, მოვასხათ სოუსი, დავაყაროთ გახეხილი ყველი და ამოვურიოთ. 1 სთ მაცივარში დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო