სალათი ტარხუნით

სალათი ტარხუნით ნამდვილი საგაზაფხულო სალათია, მდიდარია ვიტამინებით, ჯანსაღია და უგემრიელესი. დამზადების დრო: 10 წთ. ულუფა: 1-2.

ინგრედიენტები:

  • სალათის ფოთლები  80გრ;
  • მწვანე ხახვი  1/3კონა;
  • კამა  1/4კონა;
  • ტარხუნა  10გრ;
  • ყველი  50-60გრ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • ლიმონის წვენი  1-2ს/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • მწვანე ბულგარული წიწაკა 1ც;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. წვრილად დავჭრათ კამა და მწვანე ხახვი. ტარხუნას ღერები მოვაცილოთ და ფოთლები დავჭრათ. გავხეხოთ ყველი, ბულგარული წვრილ, გრძელ ღერებად დავჭრათ. საკმაზი: ზეთს დავასხათ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი დავუმატოთ და ავურიოთ. დაჭრილი ინგრედიენტები ჯამში მოვათავსოთ, ყველი დავაყაროთ, საკმაზი მოვასხათ და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო