სალათი “თაგვი” ყველით

სულ მალე ახალი, თეთრი თაგვის წელი შემოაბიჯებს. ჩვენ თანდათან შემოგთავაზებთ საახალწლო რეცეპტებს. გაეცანით ამ სალათს. გემრიელია, ვიზუალურად შთამბეჭდავია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ლორი  200გრ;
  • კვერცხი  3ც;
  • კარტოფილი  2-3ც;
  • მაგარი სახეობის ყველი  70გრ;
  • მჟავე კიტრი  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • მაიონეზი  100გრ;
  • მწყრის კვერცხი  5ც;
  • მარილი  გემოვნებით;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • შავი პილპილის მარცვლები  15ც (მოსართავად);

მომზადების წესი:

მოვხარშოთ კარტოფილი და კვერცხი. ლორი პატარა კუბიკებად დავჭრათ. გაციებული და გაფცქვნილი კარტოფილიც ასევე დავჭრათ. დავამატოთ დაჭრილი კიტრი. გავაარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი, წვრილად დავჭრათ და სალათას დავამატოთ. დავახეხოთ ყველი, მოხარშული კვერცხის ცილა, გული ცალკე გადავდოთ.  დავამატოთ შავი პილპილი, მარილი, მაიონეზი მოვასხათ და ამოვურიოთ. განიერ თეფშზე მომრგვალებულად დავდოთ სალათი. ზემოდან და გვერდებზე დავაყაროთ გახეხილი კვერცხის გული. მოხარშული მწყრის კვერცხი გავაცივოთ, გავარჩიოთ. ავაწყოთ თაგვები:  თვალები და ცხვირი შავი პილპილის მარცვლებით გავუკეთოთ, ყურები და კუდი ყველის ნაჭრებით. დავაწყოთ სალათზე. სალათი “თაგვი” ყველით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო