სალათი “წიწილა”

ისეთი სახელწოდება აქვს ამ კერძს, შეუძლებელია, არ მოგეწონოთ! სალათი “წიწილა” ძალიან ნაზი, საუცხოო გემოსია, თან ვიზუალიც შესაფერისი აქვს. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • მდნარი ყველი  2ც;
  • არაჟანი  1ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • კვერცხი  5ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • მომზადების წესი:

მდნარი ყველი 30 წთ საყინულეში შევდოთ, შემდეგ გავხეხოთ. მოვხარშოთ კვერცხი, გავაცივოთ, გავარჩიოთ. სათითაოდ გავჭრათ შუაზე, გული ამოვიღოთ და ყველს დავამატოთ. ასევე ამ მასას დავამატოთ არაჟანი, მარილი, ნიორი და ავურიოთ. კვერცხის ერთი ნახევარი ამ მასით შევავსოთ, დარჩენილი მასით 10ც ბურთულა გავაკეთოთ (სველი ხელით), ეს იქნება წიწილის თავები, სტაფილოთი ბიბილო, ფრთები და ნისკარტი გავუკეთოთ, პილპილის მარცვლებით კი თვალები. ლანგარზე დავაფინოთ სალათის ფურცლები და ჩვენი წიწილები დავასკუპოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო